„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, 450 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ,” მიმდინარე წლის, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში, 450 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ნარჩენი საავტომობილო ზეთის ამოღება, პარტნიორი იმპორტიორი კომპანიებისგან და ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ავტოსახელოსნოები, ზეთის შეცვლის ობიექტები, საავტომობილო პარკები).
,,ნარჩენი საავტომობილო ზეთის ამოღება ასი პროცენტით შესრულდა და სრულად გადამუშავდა.
აგრეთვე, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ 2025 წლის პირველ 6 თვეში 202 ტონა ნარჩენი აკუმულატორი შეაგროვა. შეგროვებული ნარჩენი აკუმულატორები, გადამუშავების მიზნით, პარტნიორ კომპანიებს ჰბარდება, რომლებიც მოქმედი კანონის ყველა წესის დაცვით მათ გადამუშავებას ახდენენ.
ანალოგიურ პერიოდში, ასოციაციამ 1820 ტონა ნარჩენი საბურავი შეაგროვა. ნარჩენი საბურავების ამოღება წევრი კომპანიებისგან, ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ვულკანიზაციებიდან) და გარემოდან ხდება, ხოლო გადამუშავების მიზნით ადგილობრივ საწარმოებს ჰბარდება.
2025 წელს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“, ნარჩენი საბურავების გადამმუშავებელი (რეციკლირების) საწარმოს შექმნას გეგმავს , რომლის სიმძლავრე საწყის ეტაპზე წელიწადში 5 ათასი ტონა იქნება, შემდგომ წლებში კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება, აქტიურად მიმდინარეობს როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.