ჰამლეტ ჭიპაშვილი: სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე თურქეთს აჭარასაც მიჰყიდის და გურიასაც

„სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე თურქეთს აჭარასაც მიჰყიდის და გურიასაც“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯამლეტ ჭიპაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც პოლიტოლოგი გამოცემასთან აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ათასობით თურქს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, საარჩევნო ხმებად გამოიყენებს.
„ლევან ვარშალომიძე მიხელ სააკაშვილს კოჭს უგორებს. იმ ათასობით თურქსაც ნუ დავივიწყებთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოურიგა – ეს საარჩევნო ხმებია. „ნაცები“ ოსმალეთის აგენტურაა! სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად თურქეთს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრება! სააკაშვილი ძალაუფლების დაბრუნებისთვის აჭარასაც გაყიდის და გურიასაც! მე იმ აჭარელისა რა ვთქვი, ასეთი მოღალატური განცხადებების შემდეგ, ლევან ვარშალომიძეს და „ნაცებს“ ხმას რომ მისცემს! ასლან აბაშიძის დროს ბათუმში თურქს წამლად ვერ ნახავდით. ახლა კი ნახეთ რა ხდება“, – აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები