“1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა; ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი” – აშშ-ის საელჩო

“1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას “ისტორიული” უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა.

“დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები