კიევში, სპეცრაზმთან დაპირისპირებისას, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

  კიევში, სპეცრაზმთან დაპირისპირების შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა სერგეი ნიგოიანი გარდაიცვალა. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. როგორც საავადმყოფოს მედპუნქტის ექიმი აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცს ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი, თვითმხილველთა განცხადებით, გარდაცვლილ მამაკაცს სნაიპერმა ესროლა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხრუშჩოვის ქუჩაზე კიდევ ერთი აქტივისტია მოკლული. შეგახსენებთ, რომ კიევში უკვე მესამე დღეა შეტაკებები გრძელდება. შეტაკებების შედეგად, აქციის ასობით მონაწილე და 70 -მდე პოლიციელია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები