გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დანიშნა

ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა ახალი გუბერნატორის წარსული გაიხსენა და იგ დადებითად დაახასიათა.
“ირაკლი ქადაგიშვილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. იგი იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად. ასევე, იყო კათოლიკოს- პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის რეგიონის კურატორი. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს, რომელშიც ყველა ჩვენგანი დარწმუნებული ვართ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა წარმატება უსურვა ქადაგიშვილს, ხოლო ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
კახეთის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე თვის წინ დატოვა.
„მე აღარ ვმონაწილეობ პარტიულ საქმიანობაში“, – განაცხადა მაშინ ირაკლი ქადაგიშვილმა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები