აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Deutsche Bank-ს 14 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გერმანული Deutsche Bank-გან 14 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. ამ თანხას აშშ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროს დაშვებული დარღვევებისთვის კომპენსაციის სახით მოითხოვს, რამაც 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
ამერიკულ უწყებაში მიაჩნიათ, რომ Deutsche Bank იმ საკრედიტო დაწესებულებებს შორის იყო, რომლების ფასიან ქაღალდებზე რისკების შეფასებას განგებ ამცირებდნენ. ამის შედეგად ფასიანი ქაღალდები შეიძინეს იპოთეკურმა კომპანიებმა Fannie Mae და Freddie Mac-მა, რომელთა პრობლემების გამო მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო.
Deutsche Bank აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს. ამასთანავე, ბანკში აცხადებენ, რომ დასახელებული თანხის გადახდას არ აპირებენ და უფრო მცირე ოდენობის კომპენსაციაზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები