ცეზარ ჩოჩელი 2007 წელს იხსენებს: შალვა ნათელაშვილი მომიქსიეს, დილა-საღამოს მიტინგებს გვიმართავდა

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ 2007 წელს, როდესაც დაპირისპირება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის, მისი ბიზნესი კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
როგორც ჩოჩელი გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირში დაადანაშაულეს და “ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე “მიუქსიეს“.
ჩოჩელი ამბობს, რომ ნათელაშვილი, დავალებისამებრ, დღე და ღამე აქციებს მართავდა მათ წინააღმდეგ.
„2004 წლის დასაწყისში ყველა ჩვენს კომპანიაში შევიდა საგადასახადო სამსახური. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მიდიოდა ჩვენი საქმეების შესწავლა. როგორც ახლა, მაშინაც იგივე პროცესი იყო-გვაბრალებდნდენ, თითქოს შევარდნაძის ხელდასმული ბიზნესმენები ვიყავით, არადა, ყველაფერი პირიქით იყო. ხელახლა წამოვიდა ჩვენს თავზე შავი ღრუბელი და ისევ გაგვიჩერეს ყველაფერი. როცა გაერკვნენ, რომ ჩვენი შრომით ვქმნიდით ყველაფერს, 2005 წლის თებერვალში მოგვეცა საშუალება გაგვეგრძელებინა საქმიანობა, “ნატახტარის“ მშენებლობა განვაახლეთ და დაახლოებით 9 თვეში დავასრულეთ. საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა, თუმცა 2007 წელს, როდესაც დაპირისპირება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის, კვლავ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.
ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ვიმყოფებოდი ორფოლოში და ვნახე, როგორ ვარჯიშობდა სპეცრაზმი. მე თვითონ თავის დროზე სპეცდანიშნულების რაზმში ვმსახურობდი და ვიცი, რას ნიშნავს, იყო ქვეყნის სადარაჯოზე. ორფოლოში ბიჭებს მანქანით ლუდსა და ლიმონათს ვუგზავნდი, ეს საბუთები ვიღაცა არამზადამ ნახა და კუდი მოაბეს, ვითომ ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილთან ვიყავით შეკრულები . ასე დაიწყო ხელახალი შემოტევა. ეს არ იკმარეს და და მოგვიქსიეს შალვა ნათელაშვილი. დილა-საღამოს მიტინგებს გვიმართავდა, უკვე იძულებული გავხდით გვეფიქრა ამ ბიზნესიდან გასვლაზე“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები