დანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – არიან დაშავებულები

დანიის ქალაქ ნერსუნდბიში, შეიარაღებულმა უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას TV 2 Nord ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაშავდა.

ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:40 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

ინციდენტის ადგილზე მეხანძრეები და სამართალდამცველები მივიდნენ, რის შემდეგაც, ოფიცრებს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციამ ბრალდებულს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ბრალდებული დაშავდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები