გიორგი ვოლსკი – გვარამიას განცხადებაზე: ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.

„ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები. იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებზე, უგზავნის მესიჯს, რომ დიდი დივიდენდია მოსალოდნელი, თუკი გაგრძელდება რევოლუციური სცენარი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები