აშშ აცხადებს, რომ ირანის სადაზვერვო კოშკი გაანადგურა
აშშ-მა გუშინ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილი სადაზვერვო კოშკი გაანადგურა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჩაბაჰარის საპორტო ქალაქში, შაჰიდ კალანტარის პორტში მდებარე სადაზვერვო კოშკის განადგურება შეასუსტებს IRGC-ის შესაძლებლობას, თვალყური ადევნოს და სამიზნედ აქციოს ჰორმუზის სრუტეში მოძრავი კომერციული გემები, ასევე, განახორციელოს თავდასხმები სამოქალაქო პირებზე.
„გარდა ამისა, დარტყმა იცავს ნავიგაციის თავისუფლებას რეგიონულ წყლებში ყველა გემისთვის, გარდა იმ გემებისა, რომლებიც ცდილობენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიმდინარე საზღვაო ბლოკადის დარღვევას“, – დასძენს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
ობიექტზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც აშშ აქტიურად ცდილობს შეზღუდოს ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე.