შოკისმომგვრელი ფოტოები სირიის რეჟიმის სისასტიკეზე

   ბაშარ ასადის სისხლიანი რეჟიმის მორიგი მტკიცებულება – ტელეკომპანია “სი-ენ-ენი” სკანდალურ მასალას ავრცელებს. კადრები სამხედრო პოლიციის ყოფილმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ფოტოებში ფარულად მოკლული თერთმეტი ათასი პატიმარია აღბეჭდილი. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, სამოქალაქო ომის დაწყებიდან მოყოლებული, პატიმრობაში მყოფი ათასობით ადამიანი ბაშარ ასადის მსხვერპლი გახდა. მათ ციხეებში აწამებდნენ და შემდეგ სიკვდილით სჯიდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სირიის სამხედრო პოლიციის ყოფილმა პროკურორებმა სპეციალური ანგარიში მოამზადეს. ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლის თქმით, მას პატიმრების სიკვდილით დასჯის დროს ფაქტის ფოტოკამერით გადაღება ევალებოდა. ამ საკითხზე კომენტარი ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები