Check in Georgia გრძელდება – ოზურგეთში „სუხიშვილებისა” და დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება.
8 სექტემბერს ოზურგეთში, ალ. წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ, ძალიან ემოციური, სანახაობრივად ლამაზი კონცერტი შედგა – ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგნენ ანსამბლი „სუხიშვილები” და დავით ევგენიძე ბენდით.
14311495_1006998026065620_234366451739553042_o     14231403_1006997852732304_3580871780576385019_o

პროექტი Check in Georgia, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5″ და ხოსე კარერასი.
კონცერტის ორგანიზატორების თქმით, Check in Georgia-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ისე საერთაშორისო იმიჯი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები