„მაგთიკომის“ მხარდაჭერით, ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევართა ალბომი გამოიცა

„მაგთიკომის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევართა ალბომი გამოიცა.
„მაგთი კლუბში“ ალბომის წარდგინება და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
14249810_1291221040888630_259656578701656698_o„მისი არტისტული ენა, უფრო სწორად, ცნებები, ერთგვარი ნოეს კიდობანია და მხოლოდ მხატვარმა იცის ამ კიდობნის საიდუმლო. მას კარნავალური ფამილარიზმით შევყავართ “ისტორიის სცენაზე”, “ისტორის გადასაღებ მოედანზე”, მხატვარი მძაფრად გრძნობს ადამიანს, როგორც სასრულ არსებას, თავის ტრაგიკულ ყოფიერებას უსასრულო ამოცანას რომ უწყვეტს, და ამას აკეთებს თავისი პარადოქსული ელეგანტურობით და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქით“, – წერს ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე ჯემალ კუხალაშვილის შემოქმედების შესახებ.
სიტყვით გამოვიდნენ: ელდარ შენგელაია, დავით ანდრიაძე, ზურაბ ნიჟარაძე… მხატვრის მეუღლემ, პოეტმა მარინე ცხვედიაშვილმა ჯემალ კუხალაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა.

14242502_1291220594222008_9022131775581186527_oროგორც „კვირას“ „მაგთიკომში“ განუცხადეს, „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ამ ეგიდით და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, „მაგთიკომმა“ არაერთი მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევართა ალბომი გამოსცა, მათ შორისაა: ირაკლი ფარჯიანი, ედმონდ კალანდაძე, თემო ჯაფარიძე, რადიშ თორდია, მერაბ აბრამიშვილი, კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო გოცაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ოთარ ჩხარტიშვილი, ემირ ბურჯანაძე, ბიძინა ავალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, მერაბ მერაბიშვილი, ლადო ქუთათელაძე, ვახტანგ დავითაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები