ერდოღანი და პუტინი სირიაში მშვიდობისთვის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სირიაში მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხდნენ. პრეზიდენტებმა ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საუბრის დიდი ნაწილი ალეპოში მშვიდობის უზრუნველყოფას შეეხო. ორი ქვეყნის ლიდერმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ცნობისთვის, პარასკევს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უნდა შეხვდეს. საუბარი ასევე სირიას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები