ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავს“ „მზიურში“ მერაბ ნინიძე წარმოადგენს
13 სექტემბერს, 21 საათზე, „არტარეას“ ორგანიზებით, „მზიურის“ პარკში მერაბ ნინიძე ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავს“ წარმოადგენს.
„ათასი რამე ხდება სიცოცხლით კაცის თავზედაო”, – ამბობდა ვაჟა-ფშაველა. მწერლის დაბადებიდან 155 წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ, მისი სიტყვის, აზრისა და საოცარი დარდის მოზიარენი გავხდებით“. „მზიურის“ პარკში, მერაბ ნინიძის მიერ ვაჟა-ფშაველას “საშობაო ამბავი” კიდევ ერთხელ გაქვეყნდება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ღონისძიება 8 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ მერაბ ნინიძე გადაღებაზე გამოიძახეს, ღონისძიება 13 სექტემბერს ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ „არტარეას“ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.