ალპებში გაჭედილ საბაგირო გზის კაბინებში ღამე ათეულობით ტურისტმა გაატარა
ალპებში, მონბლანის მთაზე გაჭედილ საბაგირო გზის კაბინებში ღამე ათეულობით ტურისტმა გაატარა. საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლის გამო, თავდაპირველად 110 ტურისტი იყო ბლოკირებული, მაგრამ მათი უმეტესობის ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა. „ბი ბი-სის“ ინფორმაციით, 3800 მეტრის სიმაღლეზე 33-დან 45 ტურისტამდეა ბლოკირებული. მაშველებმა მათ წყალი და საკვები მიუტანეს. სამაშველო ოპერაციაში საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.