ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი ბირთვული ბომბი ააფეთქეს
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი, მეხუთე ატომური ბომბის გამოცდა ჩაატარეს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ეს ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ფარგლებში“. ბომბის გამოცდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა.
ატომური აფეთქების შესახებ ინფორმაცია იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაადასტურეს. მათ კორეის ნახევარკუნძულზე სეისმური აქტივობა შეისწავლეს.
ამ ფაქტის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომის ჩატარებას გეგმავს.