ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კარიმ მაქსიმოვი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი შეასრულებს.
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი ქვეყნის ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურია და ის პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.
საკადრო გადაადგილებების მიზეზი არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები