რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ობამას ადმინისტრაციას ორმხრივი ურთიერთობების დანგრევაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორმხრივი ურთიერთობების ნგრევას განაგრძობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკეთეს კომენტარი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით. ის 11 მოქალაქეს და 107 იურიდიულ პირს შეეხო. აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავისი მოღვაწეობის ბოლო თვეებში, ყირიმისა და დონბასის გარშემო არსებული სიტუაციის საბაბით, ორმხრივი ურთიერთობების ნგრევას განაგრძობს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ზახაროვამ. მისი თქმით, სანქციებს არანაირი ეფექტი არ მოაქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები