მოსკოვში ბოროტმოქმედებმა საინკასაციო მანქანა გაძარცვეს და დაწვეს (ვიდეო)

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს და დაწვეს საინკასაციო მანქანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საინკასაციო მანქანას გზა „ჟიგულის“ მარკის ავტომობილმა გადაუკეტა. ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა დაჯავშნილ მანქანას „მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს, ხოლო შემდეგ, იარაღის მუქარით, უკანა კარი გაახსნევინეს და იქიდან ფულით სავსე ტომრები წაიღეს.
ამჟამად მოსკოვში მძარცველების დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები