სტამბოლის პროკურატურამ 85 პირის, მათ შორის ექვსი გენერლის დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ 85 ადამიანის, მათ შორის ექვსი გენერლის დაკავების ორდერი გასცა. ეს პირები ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხდვით, ოთხი პირი უკვე დაკავებულია. დანარჩენების დაკავების ოპერაცია 15 პროვინციაში მიმდინარეობს. თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ისლამის მქადაგებელს, ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები