უზბეკეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

უზბეკეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შავკატ მირზიოევი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პალატისა  და სენატის ერთობლივ სხდომაზე იყო მიღებული.
უზბეკეთის წინა პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი 2 სექტემბერს ინსულტით გარდაიცვალა. ის ქვეყნის ლიდერი 27 წლის განმავლობაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები