„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში ჩადრის ტარება აკრძალა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულში ჩადრის ტარება აკრძალა. ეს გადაწყვეტილება „ბოევიკებმა“ მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩადრიანმა თვითმკვლელმა ქალებმა ტერორისტებზე შეტევები განახორციელეს და „ბოევიკთა“ რამდენიმე ლიდერი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმანური სამოსის ტარების შესახებ ევროპაში დიდი ხანია დებატები მიმდინარეობს. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ ტიპის ტანსაცმლის ტარება რამდენჯერმე აიკრძალა, თუმცა ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა. ასე მაგალითად, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლომ მუსლიმანების საცურაო კოსტიუმი, ე.წ. ბურკინი აკრძალა, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ ეს აკრძალვა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები