თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის – „მერე ვნახოთ, რა იქნება” პრემიერა გაიმართება
10,11 სექტემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „მერე ვნახოთ, რა იქნება”. სპექტაკლი ააიპ „ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდ „ართ ჰოლი+“-სა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
დღეს, როდესაც მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, სპექტაკლის შემქმნელებმა მიზნად დაისახეს, შემოქმედებითი ვიზუალური საშუალებებით წვლილი შეიტანონ მოზარდთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაში.
სცენარისა და დიალოგების ავტორები არიან: ალექსანდრე ქოქრაშვილი, გენრი დოლიძე, გოგა პიპინაშვილი; დამდგმელი რეჟისორი: გოგა პიპინაშვილი; მუსიკალური გაფორმება: გოგა პიპინაშვილი; გიტარა: ხვიჩა მაღლაკელიძე. მთავარი მხატვარი: მაია სხირტლაძე; მხატვარი: თეო ბექაური; ქორეოგრაფი: ქეთი ასათიანი;
დეკორატორები: გელა მაისურაძე, მაია სხირტლაძე, თეო ბექაური, ვიკა ივასენკო, მალხაზ თამაზაშვილი, ოთარ ლაბაძე, მამუკა მესხიშვილი.
კოსტიუმების მკერავ-დეკორატორი: ნანა დარჩია; ხმის რეჟისორი: დოდო დედაბრიშვილი; განათების რეჟისორი: მიხეილ ბაქრაძე; ტექნიკური რეჟისორი: ელენე მონასელიძე; პროგრამების მენეჯერი: ლიკა ხუნწარია;
სადადგმო ნაწილი: ირაკლი ბაკურაძე, ბალერი სტურუა; პროდიუსერი: გია ხუნწარია.
მონაწილეობენ: კახი ხუციშვილი, გიორგი ტიგინაშვილი, თორნიკე ქასრაშვილი, თორნიკე ბაბუხადია, ოტო ჩაჩანიძე, ნინა ლორთქიფანიძე, ნიკა გოგიჩაიშვილი, თაკო კვინიკაძე.
„ართ ჰოლის“ აღსაზრდელები:
კატო გიორგაძე, ნუცა აბაშიძე, ნინო აბესალაშვილი, ნინო ანანიაშვილი, მარიამ ლიპარტიანი, ანი სამხრაძე, ნიკა აფციაური, გიორგი გუგუშვილი, ნიკუშა ბუიღლიშვილი, დუკა რობაქიძე, ზუკა მანაგაძე, გეგი აზარაშვილი, სანდრო კინწურაშვილი,სალომე ჭაფოძე, ნინა გოგელია, ნატალია ღუდუშაური, გვანცა ამაღლობელი, ვეკო შარაშიძე ,ვიტო შენგელი, ჯორჯი დვალიშვილი, თეკლა ჭუმბურიძე, ნატალი გიგიაშვილი, ლუკა კვაჭანტირაძე, ლუკა კობალაძე, ნიკა თეთრაძე, გუგა გუგუშვილი, ლიზა მანაგაძე, ვილმა ქესაშვილი, ნუცა გაბუნია, ბელა ხაჩატუროვა, გია მიქელაძე, ანანო მამალაძე.
მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, განვითარებული ქვეყნები ეკონომიკური განვითარების პროცესში ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამინისთვის სასიცოცხლო ეკოლოგიის დაცვას. წარმოდგენილი პროექტის საშუალებით ეკოლოგიის დაცვის კუთხით ცნობიერება ამაღლდება არა მარტო თავად პროეტის მონაწილეებში, არამედ იმ მაყურებლებშიც, რომელნიც დაესწრებიან თეტრალურ წარმოდგენას. გლობალური დათბობისა და სხვა საკითხების წარმოჩენა ბევრს დააფიქრებს მომავალზე, ადამიანის ვალზე, მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის მწინაშე, თითოეული ადამიანის ქმედების მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე.