„ქართული ალმანახის“ პირველი ნომერი გამოიცა

საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-ლიტერატურული გამოცემა „ქართული ალმანახის“ I ნომერი გამოვიდა. ალმანახი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
„ქართული ალმანახი“ სამეცნიერო, ლიტერატურული, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემაა, რომლის მიზანია, მკითხველს გააცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის აქამდე უცნობი ნიმუშები.
ალმანახის პირველი ნომერი იხსნება შოთა რუსთაველის სერგო ქობულაძისეული პორტრეტითა და ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, ამავე ნომერში ქვეყნდება გოეთეს „ფაუსტისა“ და სემიუელ კოლრიჯის „მოხუცი მეზღვაურის სიმღერის“ თარგმანები, ჭაბუა ამირეჯიბის, ესმა ონიანის, თამაზ ჭილაძის, ემზარ კვიტაიშვილის, მამა ადამ ახალაძის, მანანა ჩიტიშვილის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ასევე წარმოდგენილია ლაურა გრიგოლაშვილის, თეიმურაზ დოიაშვილის, ნათია სიხარულიძის წერილები, თამაზ ჩხენკელის, რევაზ სირაძის, დავით წერედიანის ესსეები, მარტინ ჰაიდეგერის, ზბიგნევ ჰერბერტის, გურამ აბრამიშვილის, ნათელა აფხაიძის, ზაზა წურწუმიას, ინგა ღუტიძის სტატიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები