სტამბოლის აეროპორტში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრი დააკავეს, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა (ფოტო)
სტამბოლში, ათათურქის აერპორტში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრი დააკავეს, რომლიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა “Sabah” იუწყება.
ებრა ფირატი სტამბოლში ქალაქ დიარბაკირიდან ჩავიდა. მისი დაკავება დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ებრა ფირატი ათათურქის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის მეშვეობით ტერაქტის მოწყობას აპირებდა.
დაკავებული პოლციიის განყოფილებაში გადაიყვანეს.