აშშ-ში სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავების ორდერი გასცა

აშშ-ის ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ „მწვანეთა პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯილ სტაინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. სტაინს ბრალს იმაშისდებენ, რომ Dakota Access-ის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს სამშენებლო ტექნიკა შეღება, კერძოდ, ერთ-ერთ ბულდოზერს დააწერა – „მე პროტესტს ვეთანხმები“.
სტაინი ადრეც იყო დაკავებული. 2012 წლის 16 ოქტომბერს მან აშშ-ის პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატების, ბარაკ ობამასა და მიტ რომნის დებატებზე შეღწევა სცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები