უწმაწურად მოხსენიებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ, ობამა ფილიპინების პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლაოსში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს შეხვდა. მათ მოკლე მოლაპარაკება ჰქონდათ. რამდენიმე დღის წინ ობამამ განაცხადა, რომ ფილიპინების ლიდერს აღარ შეხვდება, ვინაიდან მან ობამა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. თუმცა მოგვიანებით დუტერტემ ობამას ბოდიში მოუხადა.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ბარაკ ობამამ დუტერტე ფილიპინებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გააკრიტიკა. კერძოდ, საუბარია ნარკომაფიის წინაარმდეგ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის დროს პოლიციამ ასობით ადამიანი დახოცა. ამის საპასუხოდ დუტერტემ განაცხადა, რომ ფილიპინები არავისი კოლონია არ არის და მისთვის ჭკუის სწავლების უფლებას არავის მისცემს.
ობამას და დუტერტეს მოლაპარაკების დეტალები არ საჯაროვდება.