კლინტონი ერაყში ამერიკული ჯარის შეყვანას შეცდომას უწოდებს

აშშ-ის „დემოკრატული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი ერაყში 2003 წელს ამერიკული ჯარის შეყვანას შეცდომას უწოდებს. მან განაცხადა, რომ თავადაც შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
„ერაყში ომის დაწყება შეცდომა იყო. ჩვენ არასოდეს აღარ შევიყვანთ ერაყში შეიარაღებულ ძალებს და ეს არც სირიაში მოხდება. „ისლამურ სახელმწიფოს“ ამერიკული სახმელეთო ძალების მონაწილეობის გარეშე დავამარცხებთ“ ,- განაცხადა კლინტონმა.
მანამდე ჰილარი კლინტონმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ერაყში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შეცდომა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები