ყაზახეთში პედოფილებს კასტრაცია ემუქრებათ
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა კანონს პედოფილების კასტრაციის შესახებ. ამის თაობაზე გამოცემა „ინაქტაუ“ იუწყება.
„ნაზარბაევმა ხელი მოწერა ყაზახეთის რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ბავშვთა უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
საკანონმდებლო ცვლილებები ამკაცრებს იმ პირთა წინააღმდეგ სასჯელს, რომლებმაც ბავშვთა წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის აქტი განახორციელეს, კერძოდ, ითვალისწინებს პედოფილების ქიმიური კასტრაციის ნორმის დაკანონებას.