ეროვნულ ბიბლიოთეკაში დეა ბაქრაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ახალგაზრდა მხატვრის, დეა ბაქრაძის პერსონალური გამოფენა „Acrylic and cinema – კინოაფიშები, აკრილი და კინო“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ დეა ბაქრაძემ განუცხადა, ეს გამოფენა მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირველი გამოფენაა, სადაც მის ნამუშევრებს -კინოპოსტერებს საზოგადოება

პირველად გაეცნობა .
14258167_1757744774497526_7932959394524823535_o„ამ გამოფენის კონცეფცია ასე ჩამოყალიბდა: „ვფიქრობ, ხელოვნებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ასე რომ, მხატვრის თვალით დანახული კინოკადრებიც შეიძლება, რომ პოსტერებად აისახოს”… – განუცხადა მხატვარმა „კვირას“.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დეა ბაქრაძის 17 ნამუშევარი გამოიფინება. მათ შორის, ტარკოვსკის ფილმების პოსტერები, ასევე, პოსტერები ფილმებიდან: ლუკინო ვისკონტი – „სიკვდილი ვენეციაში”, ბასტერ კიტონის ნახატი, ქართული ფილმი „ქოლგა”, „მაგდანას ლურჯა“, „ფიროსმანი“….
„გამოფენა გარკვეულწილად  კონცეპტუალური იქნება. შემთხვევით გადავწყვიტე, ერთი ფილმის  კადრი დამეხატა, შემდეგ, მუშაობის პროცესში მომაფიქრდა სხვა ფილმების კადრების დახატვაც და ბოლოს ბევრი ნამუშევარი მოგროვდა.  ვფიქრობდი, რომ ვიზუალურად ლამაზია  დახატული კინოკადრი. ზოგი ნამუშევარი ცოტათი ფერწერულია, მაგრამ შესრულებულია აკრილში“, – აღნიშნა დეა ბაქრაძემ „კვირასთან“ საუბარში.
დეა ბაქრაძის პერსონალური გამოფენა: „Acrylic and cinema – კინოაფიშები, აკრილი და კინო“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში 15 სექტემბრამდე გასტანს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები