ტრამპი: პუტინთან ძალზე კარგი ურთიერთობა მექნება

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი ურთიერთობა ექნება“. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ამჟამად 82%-ს შეადგენს.
„პუტინი მე დადებითად მაფასებდა და ამ კომპლიმენტს მივიღებ, კარგი? ვფიქრობ, რომ მასთან შევძლებ კარგი ურთიერთობის დამყარებას. ის ბევრად უკეთესი პრეზიდენტი იყო რუსეთისთვის, ვიდრე ობამა შეერთებული შტატებისთვის“ ,- განაცხადა ტრამპმა ვეტერანების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჟურნალისტები იმაზე  ამახვილებენ ყურადღებას, რომ ტრამპი ძალიან ხშირად იხსენებს პუტინის მიერ გასული წლის აგვისტოში გაკეთებულ განცხადებებს, პუტინმა ტრამპს „ძალიან ნათელი და ნიჭიერი ადამიანი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები