ხელოვნების სასახლე Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ქართულ ეროვნულ საგანძურს ბოტიჩელის, კარავაჯოს, დავინჩისა და სხვა ხელოვნების დიდი ქურუმების გვერდით იხილავს, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფოციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების – Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია.
დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი – ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან Google-ის ინსტიტუტის ონლაინპლატფორმაზეა შესაძლებელი.
მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დამთვალიერებელს, ქართულ შედევრებთან ერთად, მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც კი შეეძლება ნახოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები