ბათუმში „მის და მისტერ პლანეტა – 2016“-ის ნაციონალური სამოსის ტური გაიმართა

4 სექტემბერს, ბათუმის სასტუმრო „ინტურისტის“ საპრესკონფერენციო დარბაზში სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ პლანეტა – 2016“-ის ნაციონალური სამოსის ტური გაიმართა. 30 ქვეყნის “მისი” და “მისტერი” ნაციონალურ სამოსში წარდგნენ მაყურებლისა და საერთაშორისო ჟიურის წინაშე.
14237495_10202272188843104_2204103085065146133_nღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: მარკუს მეტრეველმა, ქეთი გომართელმა და პაატა თედიაშვილმა. კონკურსის ფინალური ეტაპი 10 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი ისინი „ტალანტ შოუსა“ და საცურაო კოსტიუმების ტურს გაივლიან, გაიმართება ასევე ფოტოსესიები ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში.
ნაციონალური სამოსის ტური ბათუმქალაქობის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება მსოფლიო სილამაზის კონკურსის ხელმძღვანელის, ეკატერინე მგალობლიშვილის ორგანიზებითა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

14238197_10202272189043109_4823253789596289240_n

14183796_10202272188723101_9011844656490269856_n    14225513_10202272188883105_7834364270631003569_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები