მალაიზიაში „ზიკას“ ვირუსით ორსული ქალი დაავადდა

მალაიზიაში „ზიკას“ ვირუსით ორსული ქალი დაავადდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს შემთხვევა ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მოხდა. მალაიზიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებული 27 წლის ახალგაზრდა ქალია. „ზიკას“ ვირუსი სწორედ ორსული ქალებისთვის არის სახიფათო.
ვირუსი ახალშობილების მიკროცეფალიას იწვევს – ბავშვები პატარა თავებით და ტვინის ფუნქციის მოშლის დიაგნოზით იბადებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები