სირიაში სამი თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში, ალეპოს პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეტაკებისას სამი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ტერორისტებმა ორი თურქული ტანკი რაკეტებით ააფეთქეს. თურქი სამხედროების გარდა, შეტაკებისას სირიის ოპოზიციური ძალების ორი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაჭრილი სამხედროები თურქეთის ტერიტორიაზე, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამშაბათს მათ საარტილერიო ცეცხლით „ისლამური სახელმწიფოს“ 50 ტერორისტი გაანადგურეს. მთლიანად კი 14 დღიანი ოპერაციის განმავლობაში თურქეთის ჯარმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 443 „ბოევიკი“ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები