ბათუმში მონოპიესების ფესტივალი დაიწყო

6 სექტემბერს ბათუმში მონოპიესების ფესტივალი თანამედროვე ქართველი რეჟისორისა და დრამატურგის, პაატა ციკოლიას ნამუშევრით ,,მე მქვია ლალი“ გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში სულ წარმოდგენილი იქნება 7 მონოსპექტაკლი. თითოეულ პიესაზე საქართველოს მასშტაბით შერჩეული დრამატურგები, რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად, 10 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საპრემიერო ჩვენებები 6-9 სექტემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
წარმოდგენებისათვის გამოყენებულია არა მხოლოდ ტრადიციული თეატრალური დარბაზები, არამედ ალტერნატიული სივრცეები, მონოპიესების შინაარსობრივი და ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას, ასევე შემოქმედთა ახალი თაობის პროფესიულ ზრდას, საშემსრულებლო ხელოვნებისადმი საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონოპიესების კრებული, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ყურადღებას აღნიშნული მიმართულებით, ასევე ხელს შეუწყობს თანამედროვე დრამატურგების შემოქმედებითი პროდუქტის პოპულარიზაციას.
მონოპიესების ფესტივალი ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები