უშიშროების საბჭო ფხენიანს, რაკეტების გაშვების გაგრძელების შემთხვევაში, დაემუქრა
გაეროს უშიშროების საბჭომ კატეგორიულად დაგმო ფხენიანის მიერ ორშაბათს ჩატარებული ბალისტიკური რაკეტების ცდები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ფხენიანის მიერ წვრთნების გაგრძელების შემთხვევაში, ის „შესაბამის ზომებს“ მიიღებს.
ორშაბათს სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა. ეს ფაქტი ჩინეთში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას დაემთხვა. მანამდე ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა აგვისტოში გამოსცადა. რაკეტამ 500 კილომეტრი გაიფრინა და ზღვაში ჩავარდა.