მოსკოვში ავარიის შედეგად პუტინის მძღოლი დაიღუპა (ვიდეო)

მოსკოვში მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მძღოლი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება.
მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სატრანსპორტო განყოფილებაში მუშაობდა და 40 წლის სტაჟი ჰქონდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის „პუტინის საყვარელი მძღოლი“ იყო.
პუტინის მძღოლის დაღუპ.ვის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. მასზე ჩანს შავი BMW და Mercedes CLS, რომლებიც ერთმანეთს დიდი სიჩქარით ეჯახებიან. ავარიის დროს რუსეთის პრეზიდენტის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო Mercedes-ის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები