გაეროს უმაღლესმა კომისარმა “დასავლელი დემაგოგები” „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დასავლელი პოლიტიკოსების პოპულისტური მეთოდები გააკრიტიკა.
მისი თქმით, ისეთი პოლიტიკოსების ქმედებები, როგორებიც არიან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, ჰოლანდიელი პოლიტიკოსი ჰერტ ვილდერსი და ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი, ძალზე ჰგავს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთოდებს.
„ეს ადამიანები იყენებენ პოპულისტურ მეთოდებს, ნახევრად სიმართლეს და ფაქტების გაუბრალოებას. კომუნიკაციაში და პროპაგანდაში „ისლამური სახელმწიფო“ ასეთივე მეთოდებს იყენებს“ ,- განაცხადა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა.
ტრამპის, ვილდერსისა და ფარაჯის გარდა, გაეროს უმაღლესმა კომისარმა მსგავსი პოპულისტური მეთოდებისთვის საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ავსტრიის მემარჯვენე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი და სლოვაკეთის პრემიერ-მინიტრი რობერტ ფიცო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები