რუსულმა ავიაციამ სირიაში საავადმყოფო დაბომბა
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ამ რაიონს სირიის ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. მათი ინფორმაციით, საავადმყოფო არა მარტო იდლიბის, არამედ მეზობელი პროვინციების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.