ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

ჩინეთში მიმდინარე ”დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu იტყობინება, პრეზიდენტების ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბარაკ ობამამ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-მა და თურქეთმა ტერორზმის წინააღმდეგ ერთობლივი მიდგომა უნდა შეიმუშავონ.
„ანკარა გააგრძელებს ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოსა” და სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ორ პრეზიდნეტს შორის საუბარი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო.
ერდოღანის თქმით, ანკარა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენს კავშირის შესახებ დამატებით მტკიცებულებებს წარუდგნეს.
თავის მხრივ, ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს თურქეთთან თანამშრომლობას ამბოხის მცდელობის გამოძიების საქმეში.
“ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველამ, ვინც ამ საქმიანობაში მონაწილეობდა, სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს”, – განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები