ავღანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ყანდაარიდან ქაბულის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ბენზინმზიდს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილთა ნაწილმა ძლიერი დამწვრობა მიიღო.
ყანდაარსა და ქაბულს შორის არსებულ გზაზე „ბოევიკების“ თავდასხმა ხშირად ხდება, ამიტომ მძღოლები ამ მონაკვეთის დიდი სიჩქარით დაფარვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები