იაპონური მედია იუწყება, რომ ჩინეთში დაკარგული ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ინგლისურს ასწავლის

იაპონელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ამერიკელი სტუდენტი დევიდ სნედონი, რომელიც 2004 წელს ჩინეთში დაიკარგა, სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, რათა მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის ინგლისური ესწავლებინა. Independent-ს ცნობით, 36 წლის ამერიკელი დღესაც ფხენიანში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
24 წლის დევიდ სნედონი 2004 წელს დაიკარგა, როდესაც მდინარე იანძის ნაპირზე სეირნობდა. მას შემდეგ ის არავის უანახავს. სნედონი სავარაუდოდ გარდაცვლილად ჩათვალეს, თუმცა მისი ცხედარი ვერ აღმოაჩინეს.
იაპონელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მათ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ცოცხალი სნედონი ნახეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეაში დევიდ სნედონის ძებნას იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები