სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი სტრატეგი მოკლეს

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი სტრატეგი, ალ-ბაღდადის შემდეგ იერერქიაში მეორე პირი, ალ ადნანი მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ იუწყება.
ჟურნალისტები ალ ადნანს ხშირად „ისლამური სახელმწიფოს” ოფიციალურ წარმომადგენელს უწოდებდნენ. „ბოევიკების“ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებში სწორედ ის მოუწოდებდა თავის მომხრეებს, დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების მოწყობისკენ.
ისლამისტების ლიდერის დაღუპვის დეტალები უცნობია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ფაქტი ალეპოს პროვინციაში მოხდა. ალ ადნანის ნამდვილი სახელი ტახა სუბხი ფალახია. ის დიდი ხნის განმავლობაში ერაყის ციხეში იმყოფებოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსნის დაღუპვას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები