კრის ბრაუნი იარაღით მუქარისთვის დააკავეს

ამერიკელი პოპმომღერალი კრის ბრაუნი სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დააკავეს. მის სახლში მყოფი ერთ-ერთი სტუმარი, ტოპმოდელი ბეილი კურენი ამბობს, რომ მომღერალი მას პისტოლეტით ემუქრებოდა. კურენმა პოლიცია გამოიძახა, თავად კი მათ მოსვლამდე სახლში წავიდა.
ბრაუნი გარკვეული დროის განმავლობაში პოლიციას სახლში არ უშვებდა. მოლაპარაკების შემდეგ ის დათანხმდა სამართალდამცველებს, განყოფილებაში გაჰყოლოდა. პოლიცია ასევე გეგმავს წვეულებაზე მყოფი ათამდე სტუმრის დაკითხვას.
კრის ბრაუნს წარსულში უკვე ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან. 2009 წელს მას ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა მის მეგობარ ქალზე, პოპვარსკვლავ რიანაზე თავდასხმისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები