მეცნიერებმა დაადგინეს თუ როგორ შეიძლება ნორმალური წონის შენარჩუნება დიეტის გარეშე
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნორმალური წონის შენარჩუნება დიეტის გარეშეა შესაძლებელი. მეცნიერებმა მიაკვლიეს, თუ როგორ გარდაიქმნება ორგანიზმში მუქი ცხიმი, რომელიც კალორიების წვას ხელს უწყობს, თეთრ ცხიმად, რომელიც ზედმეტ წონას იწვევს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ ორგანიზმში არ მოხდება უჯრედოვანი ორგანელების მოსპობა, რომლებიც ენერგეტიკულ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თაგვებში უჯრედოვანი ორგანელების განადგურება შეაჩერეს, მათ ჭარბი წონისადმი მიდრეკილება გაუქრათ.
მანამდე ითვლებოდა, რომ მურა ცხიმი ადამიანს მხოლოდ ბავშვობაში აქვს და ის პატარაობაში იხარჯება. თუმცა ახლა დადგინდა, რომ მუქი ცხიმის გარკვეული რაოდენობა ზრდასრულ ადამიანსაც აქვს.
ამჟამად მეცნიერები ადგენენ თუ რა პროდუქტები უწყობს ხელს ორგანიზმში მუქი ცხიმის დაგროვებას, რომლის დაწვაც ბევრად ადვილია, ვიდრე თეთრი ცხიმის.