„როიტერის“ გამოკითხვების მიხედვით, კლინტონი ტრამპს 5 პროცენტით უსწრებს

მსოფლიო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის’ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი „რესპუბლიკელების’ კანდიდატს დონალდ ტრამპს 5 პროცენტით უსწრებს. 22-25 აგვისტოს
ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, კლინტონს ამომრჩევლების 41 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს – 36 პროცენტი.
გამოკითხულთა 23 პროცენტი არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.
აგვისტოს დასაწყისში კლინტონი ტრამპს უფრო სერიოზულად უსწრებდა, თუმცა ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ამასთანავე დამკვირვებლები ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან კლინტონი გამოკითხვების შედეგად ყოველთვის ლიდერობს.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს პრორუსულ განცხადებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ნაციონალისტური პოლიტიკა ძალზე ჰგავს ვლადიმერ პუტინის კურსს. თავის მხრივ, ტრამპი კლინტონს და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები