ბოსფორის სრუტეზე მესამე ხიდი გაიხსნა
სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე მესამე ხიდი გაიხსნა. ის თურქეთის უდიდესი ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილებს დააკავშირებს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი ხიდი ყველაზე ფართოა მსოფლიოში და მან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად უნდა განტვირთოს.
ხიდის გახსნის ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები, ასევე უცხო ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. ცერემონიაზე მიწვეულ პირებს შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია.