სირიის სახელისუფლო და ოპოზიციური შენაერთები ქალაქ დარაიას ევაკუაციაზე შეთანხმდნენ

სირიის სამთავრობო ძალებისა და ოპოზიციური დაჯგუფებების შენაერთები ქალაქ დარაიას ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ევაკუაცია პარასკევს დაიწყება. დასახლებას ხუთი ათასი ადამიანი დატოვებს. ოპოზიციური შენაერთები ქალაქიდან იარაღით წავლენ. მშვიდობიანი მოსახლეობა დევნილების ბანაკში იქნება გადაყვანილი. დარაია სირიის დედაქალაქ დამასკოს შემოგარენია. მას ოპოზიციური შენაერთები აკონტროლებენ. ამასთანავე, დასახლება სამთავრობო ძალებს ბლოკირებული აქვთ და იქ კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაცია შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები